დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სურვილის შემთხვევაში ჩააბარონ USMLE-ის შიდა სასელექციო გამოცდა. მათ ვინც გამოცდაში უმაღლეს შეფასებას მიიღებს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი სრულად უფინანსებს USMLE -ის გამოცდას.
უნივერსიტეტის დაფინანსება წელს მე-6 კურსის ოთხმა სტუდენტმა მიიღო : მარიამ წიქვაძე, თათო გუბელაძე, ნინო ნოსელიძე და ნინო ნოზაძე. ასევე აღსანიშნავია, რომ მარიამ წიქვაძემ უკვე მეორედ მიიღო უნივერსიტეტისგან USMLE-ის გამოცდის დაფინანსება. ამჟამად ის მეორე საფეხურს აბარებს.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერისტეტი წარმატებებს უსურვებს თავის სტუდენტებს.