2016 წლის 24 აპრილს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ღია კარის დღე ( Guidelines for USMLE ). აღნიშნული დღე მიზნად ისახავდა ამერიკის სალიცენზიო გამოცდების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნიევრსიტეტის კურსდამტავრებულებმა ვერა შარაშიძემ, ინო ქერაშვილმა, ლელა გაჩეჩილაძემ და მარიამ ჩარკვიანმა რომლებმა ჩააბარეს USMLE - ის გამოცდები და მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში რეზიდენტურის გასავლელად. სიტყვთ ასევე გამოვიდა DTMU-ს კურსდამთავრებული და ამჟამად დეკანის მოადგილე იური მიგრიაული რომელმაც დაინტერესებულ პირებს გააცნო DTMU-ს პროგრამა რომელიც დაფუძნებულია ამერიკის სალიცენზიო გამოცდების მოთხოვნათა შესაბამისად.