2016 წლის 23 ივლისს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტმა მე-6 კურსის გამოსაშვები საღამო საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აღნიშნა.
ტრადიციულად დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა გამოავლინა 2016 წლის გამოშვების საუკეთესო სტუდენტი, რომელიც გახდა მარიამ წიქვაძე. უნივერსიტეტის რექტორმა მას დავით ტვილდიანის სახელობის ჯილდო და ფულადი პრიზი გადასცა. საუკეთესო სტუდენტმა მარიამ წიქვაძემ სნეია სელვარაჯთან ერთად „ჰიპოკრატეს ფიცი“ წარმოთქვა. ფიცი დასტურია იმისა, რომ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერისტეტის სტუდენტები აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას, არასოდეს დაივიწყებენ მას და მუდამ იზრუნებენ პაციენტების ჯანმრთელობაზე, რადგან სწორედ მათი პროფესია უკავშირდება ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი წარმატებას და კარიერულ წინსვლას უსურვებს მარიამს და 2016 წლის კუსრსდამთავრებულებს.