ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია “აკადემიური კეთილსინდისიერება და დისტანციური სწავლება საგანგებო სიტუაციის დროს- ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსპექტივიდან.“
კონფერენციას ესწრებოდა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობა. მოხსენებით წარსდგა, დტსუ-ს ასოცირებული პროფესორი ილია ნადარეიშვილი. თემა ეხებოდა: სტუდენტთა და პედაგოგთა მხრიდან მზაობასა და კეთილსინდისიერებას, COVID-19-ის პანდემიის პერიოდში შეფასების ინოვაციური მეთოდების გამოყენების კონტექსტში.
კონფერენციაზე მიწვეულნი იყვნენ როგორც საქართველოს ისე, უცხოეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ქ.ნ. ნუნუ მიცკევიჩმა და პროექტის ძირეულ საკითხების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კონფერენცია დასრულდა, პროექტის პარტნიორი როჰემპტონის უნივერსიტეტის მოწვეული სტუმრის, მაილს ბერის გამოსვლით.
არნიშნული კონფერენცია
აღნიშნული კონფერენცია Erasmus+ -ის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის, ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში-INTERGRITY“-ს საგრანტო პროექტის ფარგლებში გაჩნდა. მიზანი კი პარტნიორების მიერ აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვასთან დაკავშირებული გაზიარება გახლდათ.