დღეს დტსუ - სა და ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციას (IAGP) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს პრედიპლომურ საფეხურზე სტუდენტთა პროფესიული ორიენტირებისა და სპეციალიზაციის ხელშეწყობას, მათი კლინიკური და სამეცნიერო ცოდნისა და უნარების განვითარების მხარდაჭერას ასოციაციის აქტივობებში მათი ჩართულობისა და შესაბამის ბაზებზე სხვადასხვა სახის სწავლების უზრუნველყოფის გზით.
იმედია, დაწყებული ურთიერთობა ნაყოფიერ და ხანგრძლივ თანამშრომლობაში გადაიზრდება, ხელს შეუწყობს ჩვენი სტუდენტების პროფესიულ კოლაბორაციას უცხოეთში მოღვაწე თანამემამულე ექიმებთან და გახდება ახალი სასარგებლო პროექტების საწინდარი.
დტსუ პირველი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელთანაც IAGP -მ მემორანდუმი გააფორმა.