9 სექტემბერს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს პირველ კურსელებთან. შეხვედრაზე ისაუბრეს უნივერსიტეტის მიღწევებზე, სასწავლო გარემოზე, სწავლის პრიორიტეტებზე, სამომავლო პროფესიასა და მიზნებზე ასევე სტუდენტები გაეცნენ უნივერსიტეტში არსებულ სამეცნიერო და ინტერესთა ჯგუფების მუშაობის სპეციფიკას. ასევე ხაზი გაესვა ერთობლივი პროექტების შექმნა-განხორციელებას და სტუდენტთა კარიერულ წინსვლის ხელშეწყობას.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი პირველკურსელებს ულოცავს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, მათ ახალ გამოწვევებში წინსვლასა და ნაყოფიერი სასწავლო წელს უსურვებს.