პარასკევს, 1 მარტს, პროექტის „ დტსუ -ის შეხვედრები“ ფარგლებში დტსუ-ში ჩატარდა სტუდენტების შეხვედრა უფროს კოლეგასთან, „ევექსის“ შინაგანი მედიცინისა და ამბულატორიული დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ქალბატონ მარიკა თოიძესთან.
ქ-ნი მარიკა ესაუბრა სტუდენტებს დარგის თავისებურებების, საკუთარი კარიერული გზის, სტუდენტური და მისი შემდგომი სწავლის, სირთულეებისა და მიღწევების, წინსვლაზე მოქმედი შიდა თუ გარე ფაქტორების, მოღვაწეობისა და პირადი ცხოვრების შეთავსების, გადაწყვეტილებების და მოტივაციის შესახებ.
სტუმარმა უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს, მათ მიიღეს კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები. დასასრულს კი, მოსმენილის შთაბეჭდილების საფუძველზე, სტუდენტებმა წარმატების საკუთარი „ფორმულა“ შექმნეს.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მიზანია მსგავსი შეხვედრებით ხელი შეუწყოს მომავალ მედიკოსთა პროფესიულ ორიენტაციასა და სწორ დარგობრივ არჩევანს.