4 აპრილს კულტურულ ცენტრ „ფაბრიკაში“ გაიმართა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ტრადიციული თეთრი ხალათების გადაცემის ცერემონიალი.
ღონისძიებაზე უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს სწავლების კლინიკურ ნაწილზე გადასვლა მიულოცა უნივერსიტეტის დეკანმა ქლბ-მა ნია ბრეგვაძემ და სიტყვით გამოსვლის შემდგომ სტუდენტებს თეთრი ხალათები გადასცა. ტრადიციის თანახმად მესამე კურსის სტუდენტებმა ცერემონიალის შემდგომ ანაბეჭდები დატოვეს სპეციალურად მათთვის დამზადებულ ნახატზე , რომელიც შემდეგ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გამოიფინება.
ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს სწავლების ახალ ეტაპზე გადასვლას და პროფესიულ წინსვლას ვუსურვებთ.