2016 წლის 10 დეკემბერს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო ასოციაციის (SYSSA) ორგანიზებით მედიქლაბჯორჯია-ში ჩატარდა “V სამეცნიერო სესია: ა. ნობელის დღე - ინტრაუჯრედული მექანიზმები”. კონფერენციაზე მონაწილეობას იღებდნენ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის(თსსუ) სტუდენტები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მოწვეული მონაწილე თსსუ-დან კახა მჭედლიშვილი და სპეციალური სტუმარი, პროფესორი ნუნუ მიცკევიჩი. სესია გახსნა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პრო=რექტორმა პროფ. სერგო თაბაგარმა, რომელმაც სიტყვა გადასცა უნივერსიტეტის დეკანს პროფ. ნია ბრეგვაძე-თაბაგარს. დეკანის შემდეგ სიტყვით გამოვიდა SYSSA-ს პრეზიდენტი, რუდიკო რუსია, რის შემდგომაც, დტმუ-ს V კურსის სტუდენტმა, ალექსანდრე ასათიანმა წარმოადგინა „ქირურგიული ინტერეს ჯგუფების“ პროექტი“. სესია შედგებოდა ზეპირი მოხსენებებისაგან, თემაზე „ინტრაუჯრედული მექანიზმები“ და დებატებისგან „ბაქტერიოფაგები VS ანტიბიოტიკები“. მოწვეულმა მონაწილემ, კახა მჭედლიშვილმა წარმოადგინა მოხსენების სახით იმუნოლოგიური კვლევა ექსპერიმენტალურ თაგვებზე. სამეცნიერო სესიის დასრულებისას პროფესორმა სერგო თაბაგარმა სერტიფიკატებით დააჯილდოვა კონფერენციის მონაწილეები. სერტიფიკატები ასევე გადაეცათ SYSSA-ს საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს.