20 სექტემბერს, გაგუას კლინიკაში გაიმართა, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, გაგუას კლინიკისა და საქართველოს პაციენტთა კავშირის ერთობლივი ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა გინეკოლოგიური ონკოლოგიის მსოფლიო დღეს.
ღონისძიება ითვალისწინებდა პროფესიული ორიენტაციის შეხვედრას მეან-გინეკოლოგ თინათინ გაგუასთან, რომელმაც ისაუბრა სამეანო პროფესიის ისტორიულ და თანამედროვე ასპექტებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე რომელიც მიზნად ისახავდა სტუდენტთა კარიერული ინტერესების გამოვლენას. მეორე ნაწილი დაეთმო დტსუ-ს გინეკოლოგიის ინტერესთა ჯგუფის (GIGA) წევრების პრეზენტაციებს გინეკოლოგიური სიმსივნეების თემაზე, რომლებიც სრულად ასახავდა გინეკოლოგიური ონკოლოგიის სფეროში არსებულ მაჩვენებლებს, ტენდენციებსა და საჭიროებებს. განსაკუთრებული მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს- ანა მეტრეველს, თამუნა ჩომახიძესა და გინეკოლოგიის ინტერესთა ჯგუფის მთელ გუნდს.