შპს ,,დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში”, 2024 წლის 15 თებერვლიდან სარეზიდენტო პროგრამაში ,,საოჯახო მედიცინა” სპეციალობის მაძიებელთა მისაღებად გამოცხადდეს საჯარო კონკურსი 04 ვაკანტურ ადგილზე:
საკონკურსო პირობები განისაზღვროს შემდეგნაირად:
1. სარეზიდნტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა იმ პირს, ვისაც აქვს დიპლომირებული მედიკოსის ხარისხი, ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა სპეციალობით ’’სამკურნალო საქმე’’ და მოპოვებული აქვს რეზიდენტურის მაძიებლის სტატუსი (შემდგომში მაძიებელი);
2. მაძიებელმა კონკურსზე დასაშვებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
2.1. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დამადასტურებელი დიპლომი და დიპლომის დანართი;
2.2. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობა/სპეციალობის მაძიებლის სერთიფიკატი;
2.3. პირადობის/ქვეყნის რეზიდენტის მოწმობა;
2.4. ორი ფოტოსურათი ზომით 3x4;
3. კონკურსი ტარდება 3 ეტაპად:
3.1. კონკურსანტის საბუთების შეფასება;
3.2. ინგლისურენოვანი ტესტური გამოცდა და სიტუაციური ამოცანები სპეციალობაში;
3.3. გასაუბრება საკონკურსო კომისიის წევრებთან;
4. საბოლოო გადაწყვეტილება მაძიებლის სარეზიდენტო პროგრამაში ჩარიცხვის თაობაზე მიიღება გასაუბრების შემდეგ.
კონკურსის ვადები:
1) საბუთების მიღება: 2024 წლის 15 თებერვლიდან - 2024 წლის 13 მარტამდე.
ყოველდღე, კვირის გარდა, 11:00 სთ-იდან 16:00 სთ-მდე, შპს ,,დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში” ( ქ. თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას 2/6, რეზიდენტურის დეპარტამენტი II სართულზე)
2) საბუთების განხილვა 2024 წლის 14-15 მარტი;
3) ტესტური გამოცდა და გასაუბრება 2024 წლის 18 მარტს 15:00 სთ-ზე;
4) კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს 2024 წლის 25 მარტს, ოფიციალურად შპს ,,დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი”-ს ვებ გვერდზე: www.dtmu.edu.ge
5) პროგრამა დაიწყება 2024 წლის 1 აპრილიდან;
საკონტაქტო პირები:
1) თამარ ბადურაშვილი (რეზიდენტურის დეპარტამენტის კოორდინატორი)
ტელ: 555 208 808
2) მარიკა სუპატაშვილი-ზნამენსკი (პროგრამის დირექტორი)
ტელ: 599 995 899